"ლომების ადგილი როდიდან არის ქალაქებში? კანონთან როგორ ხარ?" - რატომ გახდა კრიტიკის ობიექტი ლაშა ბექაურის ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ის ვაკეში ლომის ბოკვერთან ერთად სეირნობს
ორგზის ოლიმპიური ოქროს მფლობელი ლაშა ბექაური, ბოლო დროს ხშირად ეხვევა სკანდალებში. ბექაური ერთ-ერთია იმ სპორტსმენებს შორის, რომლებსაც დეკემბერში რუსთაველის გამზირზე მოვლენებზე კომენტარი არ გაუკეთებია. ის ხელისუფლებასთან დაახლოებულ სპორტსმენად ითვლება და ამის გამო, ხშირად აკრიტიკებენ.
"ბექაური ამჯერად სკანდალში თავისივე ინსტაგრამის გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეოს გამო მოხვდა. ჩემპიონი გვიან ღამით, ჭავჭავაძის გამზირზე პორშეს ფირმის ნაჩუქარი ავტომობილით ლომის ბოკვერთან ერთად ბასლაინის რიგში სეირნობს. "კადიროვი რომ იკადრებს, მხოლოდ ეგეთი კინოსცენარია..." - წერენ ვიდეოს კომენტარებში.
სოციალური ქსელის მომხმარებლები ვარაუდობენ, რომ ბექაურს ლომის ბოკვერი ცოტა ხნის წინ, საქართველოში სტუმრად მყოფმა ჩეჩენმა მებრძოლმა ხამზად ჩიმაევმა ჩამოუყვანა. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია. ერთი რამ კი ცხადია, რომ ჩიმაევს ხშირად სწორედ რამზან კადიროვთან მეგობრობის გამო აკრიტიკებენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობით, გარეული ცხოველის ყოლა, მხოლოდ სპეციალური ნებართვით არის შესაძლებელი.