თეგებით ძიება

"იქ, მხოლოდ უჰაერობაა, რადგან აწმყომ იცის წარსული და ვერ ცვლის" - გიორგი კეკელიძე

მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ჩემი წინაპრები წარსულზე მეოცნებეები იყვნენ. არის ასეთი ხალხიც. ზეგინდელზე კი არა, გუშინწინდელზე ფიქრობენ - ასე რომ მომხდარიყო ან არ. დასხდებოდნენ ბებია და ბაბუა, მზერას ჩაიბრუნებდნენ ზურგისკენ და იქ ტიროდნენ და იცინოდნენ. იქ, რა დროსაც დიდი ხანია გამოცდნენ და ვერ შეცვლიდნენ. მეც ვიმემკვიდრევე ეს თვისება და სულ წარსულზე ვდარდობ. განა არ ვიცი - წარსული შორეული ვარსკვლავივითაა, აქედან რაც უნდა სული უბერო, ვერც გააღვივებ და ვერც ჩააქრობ. ვიცი, მაგრამ მაინც იქ ვარ. აი, მაგალითად; საავადმყოფოს მისაღებში ვზივარ. მამაჩემის ამბავი გავიგე. გავიგე და მაშინვე რომ თურქეთზე მეფიქრა... ჩავყვები, ჩავყვები ფსკერამდე - ფიქრის ფილტვები მეგლიჯება. იქ, მხოლოდ უჰაერობაა, რადგან აწმყომ იცის წარსული და ვერ ცვლის. დიდი ტანჯვაა, უსარგებლო და უთავბოლო. მაგრამ ვართ ასეთი ხალხიც. ვართ და ვერაფერს იზამ. წარსულზე მეოცნებენი", - წერს გიორგი კეკელიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა