თეგებით ძიება

"რატომ ქვია "პიჯაკების საქმე" და არა ძუძუებით დახატული ნახატების საქმე? სააკაშვილია ერთადერთი, რომელსაც გამოყენებული აქვს ექიმი ბოტის კბენები" - ირაკლი ლატარია

ანალიტიკოსი, ირაკლი ლატარია ე.წ. პიჯაკების საქმეზე წერს, რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი ფიგურირებს.


"რატომ ქვია პიჯაკების საქმე და არა, მაგალითად: ძუძუებით დახატული ნახატების, კბენით შესრულებული მასაჟების ან ბოტოქსების საქმე?

ისე რა ,,ხრუშიანები" არიან სააკაშვილიც და უგულავაც, ტიპები ბიუჯეტის ფულით კლუბებში და სამასაჟოდ დადიოდნენ.

დედამიწაზე, სააკაშვილი არის ერთადერთი საჯარო მოხელე (ყოფოლი), რომელსაც გამოყენებული აქვს ექიმი ბოტის კბენები", - წერს ლატარია ფეისბუქზე.

პროკურატურის თანახმად, საქმე ეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის ფაქტს.

გამოძიების ვერსიით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის გამოყო თანხები.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 2 დეკემბერს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლო მიხეილ სააკაშვილს ე.წ. "პიჯაკების საქმეზე" სასამართლო სხდომა გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა