თეგებით ძიება

"გაზპრომს" დაუჯდა კალაძე...10%-იანი კონტრაქტი დავკარგეთ...რატომ არის გამოძიების წინააღმდეგი?" - გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი რუსული კომპანია "ინტერ რაოსთვის" საქართველოს მიერ 80 მილიონის გადახდის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ოკლედ, გაზპრომს დაუჯდა კალაძე...10%-იანი კონტრაქტი დავკარგეთ. ათეულობით მილიონი ვიზარალეთ.
რაოს მემორანდუმი გაუფორმა, დაუწესეს ტარიფი და 80 მილიონი დაგვაკისრეს.

ამბობს, რომ ხელი ნაცებმა მოაწერეს. თუ ასეა, რატომ არის გამოძიების წინააღმდეგი? აბა სამართლიანობის აღდგენაო?!", - წერს ხუხაშვილი ფეისბუქზე.

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხდებით, სახელმწიფოს დავა არ წაუგია. ეს არის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება.

რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველომ რუსულ კომპანია "ინტერ რაოს" 80 მილიონი უნდა გადაუხადოს.

"ინტერ რაოში" ამბობენ, რომ ისინი საქართველოს ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებებმა დააზარალა, რომელიც 2013 წელს მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებს ეწინააღმდეგებოდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა