ძალიან სასაცილო საქმეა, რაზეა საუბარი? - გიული ალასანია
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, საქალაქო სასამართლოში დღეს ჩანიშნული მისი შვილის საქმე, ძალიან სასაცილოა.
„ჩემი აზრით, ძალიან სასაცილო საქმეა. ყველა პრეზიდენტს, ყველა მაღალი თანამდებობის პირს ეკუთვნის, რომ ჰქონდეს ფული, რომელსაც გამოიყენებს ამ საქმიანობისთვის. რაზეა საუბარი? კაჩინსკის ყვავილები, ვაცლავ ჰაველისთვისაც, ასეთ რაღაცებზეა საქმე აღძრული“, - განაცხადა ალასანიამ.