თეგებით ძიება

სააკაშვილის ადვოკატებმა პროკურორ გიორგი მუჯირის აცილება მოითხოვეს

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა პროკურორ გიორგი მუჯირის აცილება მოითხოვეს.

ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვისას, პროკურორის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ის პოლიტიკურად იყო მოტივირებული.

"ეს განცხადებები არ შეეხება ბრალდებას, ეს განცხადებები არის პოლიტიკური შინაარსის, ვინაიდან ხდება წინა პოლიტიკური კონტექსტის შეფასება და აქედან გამომდინარე უკვე გადადის საქმის მასალებზე. ანუ, რეალურად ეს არის პოლიტიკური და მორალური შეფასება მიხეილ სააკაშვილის, რისი უფლებაც არ გააჩნია ბრალდების მხარეს, კონკრეტულად ბატონ მუჯირს და ამიტომ, ვითხოვ მის აცილებას აღნიშნული პროცესიდან", — მიმართა გვარამიამ მოსამართლეს.

პროკურორის სიტყვა შეეხებოდა კონრეტულ თარიღებისა და მოვლენების აღწერას, რომლის შემდეგაც, ბრალდების მხარის მტკიცებით, სააკაშვილმა ბიუჯეტის ხარჯზე "კოსმეტიკური პროცედურები" ჩაიტარა.

"2011 წლის 26 მაისს, მაშინ, როდესაც თბილსიში, რუსთაველის გამზირზე პოლიციის უკანონო ქმედებებით დასახიჩრდა და რეალურად, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო უამრავმა ადამიანმა და მასობრივად დააკავეს ხალხი, მესამე დღეს მიხეილ სააკაშვილი მიემგზავრება ნიუ-იორკში, შემდეგ ბრუნდება ევროპაში, სადაც იტარებს კოსმეტიკურ პროცედურებს", - განაცხადა პროკურორმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა