თეგებით ძიება

"ამ ხელისუფლებამ ნახევარი მილიარდით აზარალა ეს ქვეყანა, მაგრამ მიშას მაინც 9 მილიონს ედავებიან" - ნანუკა ჟორჟოლიანი ე.წ. პიჯაკების საქმეზე

ჟრნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილს ე.წ. "პიჯაკების საქმეს"სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"მეგობრებო, რა უნდა ვიცოდეთ.
მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლება 9 მილიონი ლარის არამიზნობრივ ხარჯვაში ედავება. ამაში შედის ლეხ კაჩინსკის თაიგულიც და იუშენკოსთვის მირთმეული ჩაიც, ლეღვის მურაბით.

ანუ, მიშას ეუბნებიან რომ 9 წლის მანძილზე 9 მილიონი ლარით აზარალა ბიუჯეტი, მაშინ როცა გუშინ ვიგებთ რომ მხოლოდ ენერგეტიკის სამინისტრომ, კახი კალაძის მინისტრობის დროს, ქვეყანა აზარალა 80 მილიონი დოლარით, რაც 240 მილიონი ლარია, რომელიც რუსებს უნდა გადავუხადოთ.

უფრო მეტიც, ვიგებთ, რომ სხვადასხვა პროცესებში, რომელთა ძირითადი ნაწილიც წააგო ხელისუფლებამ ადვოკატების მომსახურეობა იგივე, 80 მილიონი დოლარი დაუჯდა ქვეყანას.

ანუ, რაც დადასტურებულად ვიცით ამ ხელისუფლებამ ნახევარი მილიარდით აზარალა ეს ქვეყანა, მაგრამ მიშას მაინც 9 მილიონს ედავებიან.

ამიტომაც ვამბობთ, რომ სამართალთან კავშირი არ აქვს ამ პროცესებს", - წერს ჟორჟოლიანი ფეისბუქზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილს ე.წ. "პიჯაკების საქმეზე" სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

პროკურატურის თანახმად, საქმე ეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის ფაქტს.

გამოძიების ვერსიით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის გამოყო თანხები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა