თეგებით ძიება

ბინძურო მატყუარა - სააკაშვილი პროკურორს

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე საქმის პროკურორს ბინძური მატყუარა უწოდა.

„ბინძურო მატყუარავ, ბინძურო მატყუარავ“, – მიმართა მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ პროკურორს.

ექსპრეზიდენტის გაღიზიანება გამოიწვია პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებამ, რომ სააკაშვილის ხელმძღვანელობის დროს ლოზუნგი იყო "მეტი დაკავებული, მეტი პრემია".

ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის რეპლიკის შემდეგ მოსამართლემ სააკაშვილს „მეტი პატივისცემისკენ” მოუწოდა.

სასამართლო პროცესი, რომელიც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ეხება, რამდენიმე წუთია, ხმაურია ფონზე მიმდინარეობს. ადვოკატების საქმის ორი პროკურორის – გიორგი მუჯირისა და არჩილ ტყეშელაშვილის აცილებას ითხოვენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა