თეგებით ძიება

"ემზადება მიშა - იმდენი ფურცელი აქვს მოტანილი პროცესზე, მგონი, სამივე პროკურორს ჩაანაცვლებს!" - ელისო კილაძე

ჟურნალისტი, ელისო კილაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილს ე.წ. "პიჯაკების საქმეს" სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ემზადება მიშა - იმდენი ფურცელი აქვს მოტანილი პროცესზე, მგონი, სამივე პროკურორს ჩაანაცვლებს!!
ველოდებით", - წერს ელისო კილაძე.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილს ე.წ. "პიჯაკების საქმეზე" სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

პროკურატურის თანახმად, საქმე ეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის ფაქტს.

გამოძიების ვერსიით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის გამოყო თანხები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა