სხვისი ნახმარი პიჯაკების ტარებას გირჩევნიათ, ის 9 მილიონი ზარალი აანაზღაუროთ, რაც ბიუჯეტის მიმართ არსებობს – ე.წ. პიჯაკების საქმის პროკურორი
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ექსპრეზიდენტს 9 მილიონი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვას ედავებიან.
"სხვისი ნახმარი პიჯაკების ტარებას გირჩევნიათ, ის 9 მილიონი ზარალი აანაზღაუროთ, რაც ბიუჯეტის მიმართ არსებობს – ე.წ. პიჯაკების საქმის პროკურორი", - განაცხადა სასამართლო პროცესზე პროკურორმა ,არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილს ე.წ. "პიჯაკების საქმეზე" სასამართლო სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს.
პროკურატურის თანახმად, საქმე ეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის ფაქტს.
გამოძიების ვერსიით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის გამოყო თანხები.