თეგებით ძიება

"720 ათასი ლარის ბოტოქსი რომ გაიკეთოს ადამიანმა, როგორ წარმოგიდგენიათ, თუ გადარჩა როგორ უნდა გამოიყურებოდეს?!" - ეკა კვესიტაძე

ჟურნალისტი, ეკა კვესიტაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"720 ათასი ლარის ბოტოქსი რომ გაიკეთოს ერთმა ადამიანმა, როგორ წარმოგიდგენიათ, თუ გადარჩა როგორ უნდა გამოიყურებოდეს ახლა. სასამართლოს ქრონიკები", - წერს კვესიტაძე.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილს ე.წ. "პიჯაკების საქმეზე" სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

პროკურატურის თანახმად, საქმე ეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის ფაქტს.

გამოძიების ვერსიით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის გამოყო თანხები.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა