კახა ბენდუქიძე ამათ მოკლეს, ის ნერვიულობდა რომ აღუძრეს საქმე თავისი უნივერსიტეტიდან თანხის გაფლანგვაზე - მიხეილ სააკაშვილი ბენდუქიძეზე
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, კახა ბენდუქიძე მის წინააღმდეგ საქმის აღძვრის გამო, ძალიან ნერვიულობდა.
როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ე.წ. პიჯაკების საქმის პროცესზე საააკშვილმა განაცხადა, მას ეუბნებოდნენ, რომ ციხეში ძალიან პატარა საკანში იქნებოდა, არ ექნებოდა საკმარისი საკვები, ჰიგიენური პირობები და ა.შ.
„კახა ბენდუქიძე ამათ მოკლეს, ის ნერვიულობდა რომ აღუძრეს საქმე თავისი უნივერსიტეტიდან თანხის გაფლანგვაზე“, - განაცხადა სასამართლო პროცესზე სააკაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილს ე.წ. "პიჯაკების საქმეზე" სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
პროკურატურის თანახმად, საქმე ეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის ფაქტს.
გამოძიების ვერსიით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის გამოყო თანხები.