თეგებით ძიება

ძალიან განვიცდი, რომ მას ასეთი სტრესი მიადგა - მიხეილ სააკაშვილის ბოდიში ინგა გრიგოლიას

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წუხს, რომ ჟრნალისტებს, მათ შორის ინგა გრიგოლიას სტრესი მიადგა 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია "იმედში" პოლიციის შეჭრის გამო.

როგორც ე.წ. პიჯაკების საქმის პროცესზე სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, 7 ნოემბრის სემდეგ მანაც მიიღო ტრავმა, რის გამოც სიცხე ჰქონდა.

"აქ, პროცესზე, ვუყურებ ინგა გროგოლიას, რომელმაც ამას წინათ ისაუბრა 7 ნოემბერზე, თქვა იმაზე, რომ როცა პოლიცია შევიდა იქ (ტვ იმედში) მან დიდი სტრესი განიცადა და მოხვდა კლინიკაში.

რამდენიმე დღის შემდეგ, მე მივეცი ინეტრვიუ ინგას, მინდა, გითხრათ, რომ ძალიან განვიცდი, მას რომ ასეთი სტრესი მიადგა, ისევე როგორც სხვა ადამიანს, მაგრამ მეც მქონდა მძიმე ტრავმა, მქონდა ძალიან მწვავე ანთება ერთ-ერთი ორგანოსი, მაღალი სიცხე, იმ პერიოდში, როცა ინტერვიუ მივეცი. ეს ყველაფერი იყო შედეგი იმ ტრავმისა, განცდებისა, რაც ვიხილე და რაზეც შემდგომში პოლიტიკური პასუხისმგებლობა ავიღე.

მინდა, ეს იცოდეს ინგამ - ამ ინტერვიუს შემდეგ გვერდზე ოთახში მელოდა გერმანელი ექიმი, ალბათ ბრალდებაში მისი ხარჯებიც შეტანილია და ალბათ, ბოტოქსი ჰქვია იმას, გერმანელი ექიმი რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა ჩემს განკურნებას - განაცხადა პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა