სასამართლო სხდომა დასრულდა - მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ე.წ. პიჯაკების საქმის სხდომა დასრულდა. საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ის მკურნალობის კურსს გადის.
ექსპრეზიდენტი მხარდამჭერებმა ტაშით და სეძახილებით გააცილეს.
"პიჯაკების საქმის" მორიგი სასამართლო სხდომა 27 დეკემბერს გაიმართება.
პროკურატურა სააკაშვილს 9 მილიონი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვას ედავება.