თეგებით ძიება

"ცოცხალი მიშა განმარტებებით, გეგმებით, თუნდაც სინანულით და ადამიანური გულუბრყვილობითაც კი, უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის" - ხატია დეკანოიძე

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გამოსვლას, სოციალურ ქსელში აფასებს:

"ვუსმენ მიშას, არა როგორც მისი თანამებრძოლი ან მეგობარი, არამედ ჩვეულებრივი, კრიტიკულად მიმალულიც.
ვფიქრობ ცოცხალი მიშა, მოსახლეობის ფართო წარმომადგენლობასთან მოსაუბრე, განმარტებებით, გეგმებით, თუნდაც სინანულით და ადამიანური გულუბრყვილობითაც კი უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, მომავლისთვის.

ჩვენი ხსნა მოსახლეობის კონსოლიდაციაშია, ზუსტად ერთიანობაში და რეკონსილიაციაში, შეცდომების და გამოცდილების გააზრებაშიც. ჩვენი ხსნა ერთმანეთის ზიზღში ან შურისძიებაში არ არის..

ერთია მხოლოდ - მის მიმართ კრიტიკა სასვსებით დასაშვებია. უფლება გაქვთ არ მოგვწონდეთ, არ გინდოდეთ. მხოლოდ დავიჯეროთ, რომ მართლა პუტინს უნდა მისი გასამართლება", - წერს დეკანოიძე ფეისბუქზე.

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმის მორიგი სხდომა გაიმართა. საქმის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტს, მიხეილ სააკაშვილს პროკურატურა 9 მილიონი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვას ედავება.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა