თეგებით ძიება

„ბოკერია რომ დაიჭირონ და ჩერგო მაძალებდაო “ჩამიშვას” – თამარ ჩერგოლეიშვილი

ჟურნალი „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

„ბოკერია რომ დაიჭირონ და ჩერგო მაძალებდაო “ჩამიშვას”, - წერს ჩერგოლეიშვილი.

სასამართლო პროცესის დროს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ყოფილი ცოლის, სანდრა რულოვსის პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.

„ამ ხარჯების მეოთხედი, მეხუთედი სანდრაზეა. გაიხსენეთ, რომ სანდრამ შემოიტანა ამ ქვეყანაში 100 მილიონი ევროს გრანტები სამედიცინო სექტორში. სანდრას მეშვეობით 4-ჯერ ნაკლები ქართველი ქალი კვდება მკერდის კიბოთი, ვიდრე მანამდე, ყველა ციხის ექიმი გეტყვით, სანდრას ჯანდაცვისთვის ციხეში რამდენი რამ აქვს გაკეთებული. სანდრა არ იყო კორუფციონერი? გენერალური ასამბელის სესიაზე ერთად ვიყავით და აღმოაჩნდა სასწრაფო ონკოლოგიური პრობლემა, სასწრაფო ოპერაცია გავუკეთეთ, დაჯდა საკმაოდ ძვირი თანხა, ეს საქმე რატომ არ არის შეტანილი?!“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა