ზღვის სანაპიროზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ფოთში, კუნძულის უბანში, ზღვის სანაპირო ზოლზე ცხედარი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, 73 წლის მამაკაცი ტერიტორიას ასუფთავებდა და გულის შეტევით გარდაიცვალა.
მამაკაცის ცხედარი იდენტიფიცირებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ს 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.