თეგებით ძიება

ედუარდი განსაკუთრებით ნიჭიერია. არცერთ კანონში არ წერია, რომ პრეზიდენტის შვილის სწავლის დაფინანსება არ უნდა მოხდეს - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, არცერთ კანონში არ წერია, რომ პრეზიდენტის ოჯახის შვილის სწავლის დაფინანსება არ უნდა მოხდეს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვისას განაცხადა, ბრალდების იმ ნაწილში, რომლის მიხედვითაც მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკუთარი შვილის განათლების მიღება დააფინანსას ედავებიან.

"მე ძალიან ვამაყობ ჩემი შვილით, ედუარდით. ედუარდია ერთადერთი ქართველი ახალგაზრდა, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში შევიდა კომპიუტერში ... კომპიუტერთან დაკავშირებულ რაღაც რეკორდით. მარტო ამისთვის ეკუთვნოდა მას სრული დაფინანსება და სრული პასუხისმგებლობაც ვაცხადებ, არცერთ კანონში არ წერია, რომ პრეზიდენტის ოჯახის შვილის სწავლის დაფინანსება არ უნდა მოხდეს, მაგრამ ეს არის განსაკუთრებით ნიჭიერი ადამიანი, რომელიც ხშირად არ მეთანხმება", — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილს ე.წ. "პიჯაკების საქმეზე" სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

პროკურატურის თანახმად, საქმე ეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის ფაქტს.

გამოძიების ვერსიით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის გამოყო თანხები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა