თეგებით ძიება

"საშინელი ტრაგედია დატრიალდა..." - ირმა ინაშვილის ძმა ავტოავარიის შედეგად დაიღუპა

სოციალური ქსელის მომხმარებელი, გიორგი გაბედავა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

"ციხეში როცა ვიყავით რადიო ობიექტივს ვუსმენდით ხოლმე ჩუმად... კოტე ინაშვილს მიჰყავდა გადაცემა, საიდანაც პატიმრებს მოიკითხავდა, ამხნევებდა, მწამებლებს ამხელდა, პატიმრების ოჯახის წევრებს აძლევდა საშუალებას მოეკითხათ პატიმრები... პატიმრების იმედი იყო კოტე.

საშინელი ტრაგედია დატრიალდა. ვუსამძიმრებ კოტეს ოჯახს და მეგობრებს. ყველა იმ პატიმარს ვუსანძიმრებ ვისთვისაც კოტეს გადაცემა იმედის მომცემი იყო...
უკეთილესი და უკარგესი ადამიანი დავკარგეთ. ღმერთმა გაცხოვნოს ძმაო! შეხვედრამდე", - წერს გიორგი გაბედავა ფეისბუქზე.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი პარტია "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის, ირმა ინაშვილის ძმა არის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა