თეგებით ძიება

"ეს ახალგაზრდა ნამდვილად იმსახურებს განსაკუთრებულ მზრუნველობას სახელმწიფოს მხრიდან" - გია ხუხაშვილი ედუარდ სააკაშვილზე

ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფროსი შვილის, ედუარდ სააკაშვილის განათლების დაფინანსების სკანდალს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ისე, ჯობია პირველი პირების შვილების განათლება ბიუჯეტიდან ფინანსდებოდეს, ვიდრე რომელიმე ბიზნესმენი იხდიდეს მამის “ხათრით”, რადგან პირველ შემთხვევაში ეს მაქსიმუმ არამიზნობრივი ხარჯვაა, მეორე შემთხვევაში კი კორუფცია, რომელიც ქვეყანას საბოლოო ჯამში ბევრად უფრო ძვირი უჯდება.

ამ გაგებით, ეს ფაქტი უფრო სააკაშვილის სასარგებლოდ მეტყველებს, რადგან გამოდის, რომ არ უნდოდა რაიმე ვალდებულებები გასჩენოდა რომელიმე ბიზნესმენთან.

ნუ მეტყვით, რომ რომელიმე მათგანი უარს ეტყოდა მის შვილს ასეთ დაფინანსებაზე…ბიძინაც სიამოვნებით დააფინანსებდა…

P.S. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ეს ახალგაზრდა ნამდვილად იმსახურებს განსაკუთრებულ მზრუნველობას სახელმწიფოს მხრიდან", - წერს ხუხაშვილი.

დღეს სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმის მორიგი პროცესი გაიმართა, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ საააკშვილმა ბრალდების იმ ნაწილში, რომლის მიხედვითაც მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკუთარი შვილის განათლების მიღება დააფინანსას ედავებიან, განაცხადა, რომ არცერთ კანონში არ წერია, რომ პრეზიდენტის შვილის სწავლის დაფინანსება არ უნდა მოხდეს. ამასთან, აღნიშნა, რომ ედუარდ სააკშვილი თავისი ნიჭის გამო, რეკორდების წიგნშიც შევიდა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა