გრიპჰოთი - დაამარცხე გრიპი ოთხმაგი ძალით
გრიპჰოთი შეიცავს: პარაცეტამოლი 500მგ, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 10მგ,
ოქსოლამინის ციტრატი 100მგ, ქლორფენირამინის მალეატი 2მგ.
გრიპჰოთს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, ანტიჰისტამინური
და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. გამოიყენება გაციების, სურდოს, გრიპის და ზედა
სასუნთქი გზების არასპეციფიკური ინფექციების სიმპტომური მკურნალობისას.
პარაცეტამოლი: ავლენს ტკივილგამაყუჩებელ და სიცხის დამწევ მოქმედებას.
ქლორფენირამინის მალეატი: აქვს ანტიჰისტამინური და ქოლინომაბლოკირებელი
მოქმედება. ამცირებს სურდოს, ცხვირის გაჭედვას, აადვილებს სუნთქვას, ხსნის ხველის
რეფლექსის ძირითად მიზეზებს.
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი: თერაპიულ დოზებში ავლენს ვაზოკონსტრიქტორულ
მოქმედებას. ფენილეფრინის ადგილობრივი ან პერორალური გამოყენება იწვევს ცხვირის
ლორწოვანი გარსის სისხლძარღვების შევიწროვებას. შეშუპების საწინააღმდეგო
მოქმედების გამო ამცირებს ცხვირიდან გამონადენს
ოქსოლამინის ციტრატი: სინთეზური პერიფერიული მოქმედების ხველის
საწინააღმდეგო საშუალება
გამოყენების ჩვენებები
სურდო
გრიპი
გაციება
რინიტები (სეზონური და წლიური ალერგიული რინიტი,
არაალერგიული ეოზინოფილური რინიტი,ვაზომოტორული რინიტი)
ზემო სასუნთქი გზების ინფექციების სიმპტომური მკურნალობა,
როგორიცაა ფარინგიტი, სინუსიტი, ბრონქიტი და ლარინგიტი.
გრიპჰოთი შუშხუნა გრანულები მიიღება შიგნით.
ერთი პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას 2/3 ჭიქა ადუღებულ ცხელ წყალში. მორევის
შემდეგ პრეპარატი მიიღება ცხელი სახით. გრიპჰოთი მიიღება 6 -საათიანი შუალედებით,
არაუმეტეს 4 დოზისა (პაკეტი) დღეში.