თეგებით ძიება

"ომიკრონი" რამდენად უფრო გადამდები, უფრო საშიში, უფრო სასიკვდილოა? - გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას აფრთხილებს

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ პანიკა საჭირო არ არის, პირიქით, საყოველთაო მობილიზაცია უნდა იყოს. მისი თქმით, ვირუსის ახალ ვარიანტზე ზუსტი მონაცემები ამ დროისთვის არ არის.

"მეკითხებიან კორონა ვირუსის ახალ ვარიანტზე, ომიკრონზე.
დღეს ვიცით, რომ დაზუსტებით არაფერი ვიცით, არის მხოლოდ ბევრი ვარაუდი ….
როგორ გამოიყურება, უკვე ვიცით. ნახეთ სურათი, რომ იცოდეთ, ვიზუალურად როგორ შეიცვალა.
რამდენად უფრო გადამდები, უფრო საშიში, უფრო სასიკვდილოა - ჯერ დაზუსტებით არავინ იცის. იმ კვირას იქნება პირველი მონაცემები. უფრო დაზუსტებული მონაცემები კი თვის ბოლოს.
ეს ახალი ვარიანტი უკვე ყველა კონტინენტზე დაფიქსირდა, გავრცელდა 30 ქვეყანაში (იხილეთ რუკა) და, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე ყველა ქვეყანაში იქნება.
გიზიარებთ რამდენინე მიმდინარე კვლევის ამონარიდებს, გრაფიკას, რათა დაახლოებით ნახოთ, რომ ეს ვარიანტი, შესაძლოა დიდი გამოწვევა იყოს კაცობრიობისთვის.
პანიკა საჭირო არ არის, პირიქით, საყოველთაო მობილიზაცია უნდა იყოს, რომ მოვერიოთ ამ ვერაგ ვირუსს!", - წერს ფხაკაძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა