სისხლიანი გარჩევა ქობულეთში - მოკლულია 1 პირი
ქობულეთში, კოსტავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევა მკვლელობით დასრულდა. გარდაცვლილი აზერბაიჯანის მოქალაქეა.
დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
შსს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს. მკვლელობის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია, თუმცა ის ჯერჯერობით დაკავებული არ არის.