თეგებით ძიება

„ამოვკაწრავდი ამ დღეს ჩემი ცხოვრებიდან, რომ შემეძლოს“ - რას წერს ირინა სარიშვილი

ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერის, გიორგი ჭანტურიას მკვლელობიდან 27 წელი გავიდა. მისი ცოლი, ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„1994 წლის 3 დეკემბერი. 27 წელი გავიდა. მე “გადავრჩი”.ამოვკაწრავდი ამ დღეს ჩემი ცხოვრებიდან, რომ შემეძლოს“.

ცნობისთვის, 1994 წლის 3 დეკემბერს, თბილისის ცენტრში, საკუთარი სადარბაზოს წინ გამომავალ გია ჭანტურიას და მის ავტომობილს უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. ჭანტურია ადგილზევე გარდაიცვალა, მისი მეუღლე ირინა სარიშვილი მძიმედ დაიჭრა. მკვლელობა საბოლოოდ გამოუძიებელი დარჩა. გიორგი ჭანტურია დაკრძალულია ქაშვეთის ეკლესიის ეზოში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა