თეგებით ძიება

"ამაზე უკეთეს მასალას ე.წ. ანტივაქსერული მოძრაობის წინააღმდეგ თქვენ ვერ ნახავთ" - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ ჩინეთი და რუსეთი არიან უშუალოდ ჩართული ანტივაქსერული პროპაგანდის უკან მთელს მსოფლიოში.

"დიახ ჩინეთი და რუსეთი არიან უშუალოდ ჩართული ანტივაქსერული პროპაგანდის უკან მთელს მსოფლიოში, ეს ფაქტია!
არა ერთხელ ვაშუქებდი ჩინეთის და რუსეთის როლზე ანტივაქსერულ მოძრაობებში და არა ერთი პირდაპირი და ირიბი მაგალითები/მტკიცებულებები გამიზიარებია ჩემს გვერდზე.

დღეს გამოქვეყნდა საკმაოდ ვრცელი კვლევა (ასევე გადახედეთ 46 გამოყენებული წყაროც) სადაც დეტალურადაა გაშიფრული როგორ, რისთვის და რატომ აკეთებს ეს ორი ქვეყანა ამას.

საქართველოში მაინც უფრო რუსული ძალების მოქმედებები ჩანს თავისი დაფინანსებით. ვინ არიან ეს ჯგუფები ეს საკმაოდ ნათელია და უკვე აღარც მალავენ. შეგიძლიათ მიუთითოთ ეს ჯგუფები კომენტარებში.

შენ უნდა იცოდე ვინ არის შენი მტერი, ასე გეცოდინება ვის ებრძვი!
გადათარგმნეთ ეს სტატია ქართულად თავისი ყველა გრაფებით!
საინფორმაციო სააგენტოებო - ამაზე უკეთეს მასალას ეგრეთ წოდებული ანტივაქსერული მოძრაობის წინააღმდეგ თქვენ ვერ ნახავთ. გაყავით ეს სტატია და თითო პუნქტზე ერთი სტატია მოამზადეთ (მინიმუმ 10 სტატია)!
ერთიბლივი ძალებით შეუტიოთ რუსეთის საოკუპაციო ძალებს და ამ ვერაგ ვირუსს!", - წერს ფხაკაძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა