თეგებით ძიება

"კარგი ამბებიც გვაქვს" - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოში წარმატებით განხორციელებულ სამედიცინო პროგრამაზე წერს.

"კარგი ამბებიც გვაქვს

ჟენევაში დღეს დამთავრდა საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც საქართველოს C ჰეპატიტის წარამატებაზე იყო საუბარი.

დიახ, C ჰეპატიტის პროგრამა არის ყველაზე წარმატებული ჯანდაცვის პროგრამა საქართველოში და ის აღიარებულია გლობალურ დონეზე.

საქართველოში არიან მაღალი დონის და გამოცდილების მქონე ექსპერტები, რომლებმაც შეძლეს ამ პროგრამის დაგეგმვა და განხორციელება. მადლობა ყველას, რომლებმაც ნამდვილად შეუძლებელი შეძლეს.

ყავის დალევაც მოვასწარით მარიამთან, სანამ ჟენევიდან გაფრინდება.
პროფესიონალიზმი გადაარჩენს საქართველოს!" - წერს ფხაკაძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა