თეგებით ძიება

"ისევ იგივე მაქვს სათქმელი, ამდენი წლის შემდეგაც..." - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე შშმ პირების მიმართ სათანადო ყურადღებისა და ჯანსაღი გარემოს არ არსებობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

"ისევ იგივე მაქვს სათქმელი, ამდენი წლის შემდეგაც, ამიტომ ისევ იგივეს გავაზიარებ. ისევ არა აქვს ყველა შშმ პირს ეტლი, ისევ არ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურების, თუ გასართობი ადგილების შესასვლელები ეტლით მოსარგებლეთათვის მისადგომი. ასევე, - შშმ პირები მხოლოდ ეტლით მოსარგებლეები არ არიან, სხვადასხვა ტიპის სპეციფიკური ჯგუფები გვყავს შშმ პირები და ყოველ წელიწადს რამდენიმე ნაბიჯით წინ მაინც უნდა წავიწიოთ ნებისმიერი მათგანისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნაში", - წერს ფანჯიკიძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა