თეგებით ძიება

"ყველა, ვინც ეხმარებით მთავრობას "მწვანე პასპორტის" რეალურად ამოქმედებაში, ხართ მონები, შეშინებული და დაჩმორებული მონები" - იაგო ხვიჩია

პარტია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და იმ ადამიანებს აკრიტიკებს, ვინც მთავრობას ე.წ. "მწვანე პასპორტების" დამკვიდრებაში ეხმარება:

"ყველა, ვინც ეხმარებით მთავრობას ე.წ მწვანე პასპორტის რეალურად ამოქმედებაში ხართ მონები, შეშინებული და დაჩმორებული მონები.
მნიშვნელობა არ აქვს ვინ ხართ, კაფე-ბარის მესაკუთრე თუ სულელი ლიბერალა ენჯეოშნიკ-ენჯეოშნიცები.

რაც არ უნდა ანტივაქსერობა დააბრალოთ ამ სისულელის მოწინააღმდეგეებს, შეუდარებლად აზრზე მოსული ხალხია ვიდრე თქვენ.
სხეულით გრძნობენ დისკრიმინაციას და უტყდებათ.

თქვენ კი ამის მომხრეები ღირსები ხართ ლაგამით გატარონ მთელი ცხოვრება და რესტორანში საჭმელი მას მერე მოგართვან რაც უკანალზე ეამბორებით კაფე ბარის მესაკუთრეს ან/და სამიდან ერთ ერთ მუშკეტერს მაინც", - წერს იაგო ხვიჩია.

საქართველოში "მწვანე პასპორტი" პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა