თეგებით ძიება

"პატარამ ძალიან იჩქარა და ყველაზე დიდი სასწაულის მომსწრე გაგვხადა... ცრემლებს ვერ ვიკავებდით"

ჩაჩავას კლინიკაში ორსულმა ქალმა კლინიკის დერეფანში იმშობიარა. ფაქტს პაციენტიც შეესწრო, რომელიც ემოციურ პოსტს აქვეყნებს

“დღეს ჩაჩავაში ვაქცინაციაზე ვიყავი, აცრის კაბინეტიდან გამოსული ამ საოცარი ამბის მომსწრე გავხდი. სამშობიაროს მიმიღებში იმ წუთის შემოსული ქალი ბლოკში მიჰყავდათ ,მაგრამ პატარამ ძალიან იჩქარა და იქ მყოფი ადამიანები ქვეყნად ყველაზე დიდი სასწაულის მომსწრე გაგვხადა. ისე წამებში მობილიზდა ყველა, ექიმიც, სტუმარიც, დირექტორიც. იმხელა სითბო იგრძნობოდა პერსონალის და ჩემნაირი შემთხვევითი ადამიანების მხრიდან რომ ცრემლებს ვერ ვიკავებდით, ამიტომაც მიყვარხართ ჩაჩაველები. დარწმუნებული ვარ დედაც და ბავშვიც კარგად არიან”.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა