თეგებით ძიება
05. 12. 2021 COVID - 19

" გაჩუმება რომ არ შეიძლება, ისეთი მდგომარეობაა... კოვიდ-19-ის მკურნალობისვის ანტობიოტიკი კატეგორიულად არ გამოიყენება" - ნანა გეგეჭკორი მიმართვას ავრცელებს

აშშ-ში მცხოვრები ექიმი, ნანა გეგეჭკორი მიმართვას ავრცელებს, სადაც მედიკოსი კოვიდ-19-ის მკურნალობისას ანტიბიოტიკების უსაფუძვლოდ გამოყენების შესახებ წერს.

ც რეაქტიული ცილა არ არის არც ერთი ბაქტერიული ინფექციის სპეციფიური მარკერი.
მომატებული ც რეაქტიული ცილა, ბაქტერიული ინფექციის სხვა ნიშნების გარეშე, კატეგორიულად არ არის ანტიბიოტიკის დაწყების ჩვენება.

კოვიდ-19-ის მკურნალობისვის ანტობიოტიკი კატეგორიულად არ გამოიყენება. კოვიდი ვირუსული დაავადებაა და ყველა ექიმმა უნდა იცოდეს, ინფექციური დაავადებების ანა ბანა, რაც გულისხმობს იმას, რომ ვირუსულ დაავადებებს ანტიბიოტიკებით არ მკურნალობენ.
კოვიდ-19-ს ახასიათებს ც რეაქტიული ცილის მომატება და ის ყოველთვის არ ნიშნავს თანდართულ ბაქტერიულ ინფექციას.
ც რეაქტიული ცილა გეუბნებათ, სადღაც არის ანთებითი პროცესი. ანთებითი პროცესის ეტიოლოგიაზე ის არანაირ ინფორმაციას არ იძლევა.

მომატებულმა ც რეაქტიულმა ცილამ უნდა დაგაფიქროთ ციტოკინური რეაქციის ალბათობაზე.
ანტიბიოტიკი სჭირდებათ მხოლოდ იმ პაციენტებს ვისაც კლინიკური და ლაბორატორიული ნიშნებით დადასტურებული, თანდართული ბაქტერიული ინფექცია აქვთ.

მართლა უხერხულია ამაზე საუბარი ვიცი, მაგრამ ისიც აუტანელია რაც ჩემს თავს ხდება. დღეში მინიმუმ ერთ ათეულ წერილს ვიღებ ამ კონკრეტული პრობლემის ამსახველს. ძალიან უხერხულია მართლა, რომ პაციენტების დიდი ნაწილი ამბობს, ანტიბიოტიკი მომატებული ც რეაქტიული ცილის გამო დაენიშნათ.

შეგიმჩნევიათ ალბათ რომ არ გამოვირჩევი საჯაროდ ვინმეს მიმართ საყვედურის ტონით, მაგრამ გაჩუმება რომ არ შეიძლება ისეთი მდგომარეობაა ამ მხრივ.

P.S. მაპატიეთ, პოსტის ქვეშ კითხვებს ვერ ვუპასუხებ. მორიგე ვარ და სამწუხაროდ ძალიან რთული დღე მაქვს", - წერს ნანა გეგეჭკორი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა