"ომიკრონს" აქვს, დაახლოებით, 3-ჯერ მეტი რეინფიცირების რისკი - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ფანცხადებით, "ომიკრონს" აქვს, დაახლოებით, 3-ჯერ მეტი რეინფიცირების რისკი, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, მისი კლინიკური მიმდინარეობა რთული არ არის.
"ალბათ, რაღაც პერიოდის შემდეგ ის შემოვა, რამეთუ ის უკვე 40-ზე მეტ ქვეყანაში არის დაფიქსირებული. პირველი გამოცდილება რაზეც მიუთითებს, "ომიკრონს" აქვს, დაახლოებით, 3-ჯერ მეტი რეინფიცირების რისკი. წინასწარი ინფორმაციით, მისი კლინიკური მიმდინარეობა რთული არ არის,"- აცხადებს გამყრელიძე.
ცნობისთვის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსის ახალი შტამი "ომიკრონი", რომელიც ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა, საშიშ კოვიდშტამთა სიაში შეიყვანა. ის უკვე მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული.