4 დეკემბერს, საქართველოში 7 413 ადამიანი აიცრა, მთლიანობაში ჩატარებულია 2 234 180 აცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 5 დეკემბერის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 234 180 აცრა.
სულ მცირე, 1 დოზით ვაქცინირებულია 1 196 371 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 42.1%-ია.
სრულად ვაქცინირებულია 1 017 374 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 35.6%-ს შეადგენს.
4 დეკემბერს 7 413 ადამიანი აიცრა.