თეგებით ძიება
05. 12. 2021 COVID - 19

"თუ ადამიანებმა შემოვლითი გზების ძიება დაიწყეს, რომ რეგულაციას თავი დააღწიონ, შედეგს არ უნდა ველოდოთ" - თამარ გაბუნია "მწვანე პასპორტზე"

თუ ადამიანებმა შემოვლითი გზების ძიება დაიწყეს, რომ ამ რეგულაციას თავი დააღწიონ, შედეგს არ უნდა ველოდოთ", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემმ, თამარ გაბუნია ე.წ. "მწვანე პასპორტზე" საუბრისას.

მისი განმარტებით, რაც უფრო მკაცრი მოთხოვნები იქნება ინფექციის კონტროლის კუთხით, მით კარგი შედეგი დადეგბა.

"ჩვენ შემთხვევაში, როცა პოტენციურ სარგებელზე ვიმსჯელეთ, ასევე სოციალურ მიმღებლობაზე, ყოველ შემთხვევაში, მწვანე პასპორტის ამოქმედება გადაწყდა, რომ ნუ დავაკონკრეტებთ ვადას. ბუნებრივია, ჯანდაცვის სექტორისთვის, რაც უფრო მკაცრი მოთხოვნები იქნება ინფექციის კონტროლის კუთხით, მით მეტ შედეგს ველოდებით, თუმცა, რა თქმა უნდა, იმასაც ვერ ვიტყვით, რომ გადატანილი დაავადების სტატუსი აბსოლუტურად გამორიცხავს ეფექტიანობას მწვანე საშვის ნაწილში, თუნდაც, ვადა დაზუსტებული არ იყოს. ამდენად, რა თქმა უნდა, ესეც პირობითია და ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხზე კონსულტაციებს. ყველაზე მეტი რისკი, რომელიც, შესაძლოა, მწვანე საშვს უკავშირდებოდეს, არის არა ის, რომ, რომელიმე კრიტერიუმი შეიძლება ნაკლებად მკაცრი იყოს, არამედ ის, თუ რამდენად ზუსტად და ზედმიწევნით ამოქმედდება მწვანე საშვის მექანიზმი. თუ ადამიანებმა შემოვლითი გზების ძიება დაიწყეს, რომ ამ რეგულაციას თავი დააღწიონ, შედეგს არ უნდა ველოდოთ“, – განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში "მწვანე პასპორტი" პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა