თეგებით ძიება
05. 12. 2021 COVID - 19

"ომიკრონის“ შემთხვევაში, რეალურად, დგება მეტი სიმკაცრისა და კონტროლის აუცილებლობა - თამარ გაბუნია

როცა ჩვენ ვსაუბრობთ ახალი შტამის - „ომიკრონის“ საფრთხეზე, რეალურად, დგება მეტი სიმკაცრისა და კონტროლის აუცილებლობა არა მხოლოდ გასართობ ადგილებში, არამედ იქაც, სადაც ყველაზე ხშირად ვართ, - ამის შესახებ ჯანდაცვის ნმინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„თავდაპირველად, მწვანე საშვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნებოდა არგუმენტს, რომ მოსახლეობას ბაზისური საჭიროებები არ უნდა შეზღუდვოდა, მაგრამ როცა ჩვენ ვსაუბრობთ ახალი შტამის - „ომიკრონის“ საფრთხეზე, რეალურად, დგება მეტი სიმკაცრისა და კონტროლის აუცილებლობა არა მხოლოდ გასართობ ადგილებში, არამედ იქაც, სადაც ყველაზე ხშირად ვართ. რა თქმა უნდა, ასეთია ტრანსპორტი. ევროპის ქვეყნებში უკვე არის საუბარი იმაზე, რომ, შეიძლება, ეს მექანიზმი ტრანსპორტშიც გამოიყენონ. რა თქმა უნდა, რთული იქნება იმის ადმინისტრირება, რომ ყველა მგზავრი, რომელიც დღეს საზოგადოებრივ ტრანსპორტს იყენებს, განსაკუთრებით, თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში, გაკონტროლდეს. თუ არ იქნება ადმინისტრირებისა და აღსრულების უზრუნველყოფის გარანტია, ბუნებრივია, ვერ ვხედავ დამატებითი შეზღუდვების დაწესების აზრს“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსის ახალი შტამი "ომიკრონი", რომელიც ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა, საშიშ კოვიდშტამთა სიაში შეიყვანა. ის უკვე მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა