თეგებით ძიება
05. 12. 2021 COVID - 19

დეკემბერი ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და დავიცვათ ყველა რეკომენდაცია - ამირან გამყრელიძე

დეკემბერი ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს.

"ახალი შემთხვევები რჩება ძალიან მაღალ ნიშნულზე... დეკემბერი ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და დავიცვათ ყველა რეკომენდაცია. ამ სირთულეს წელში გატეხავს მხოლოდ ორი რამ, როგორმე უნდა გავზარდოთ პირბადის უნივერსალური ტარება და მეორე, მოგეხსენებათ, ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ვაქცინაციის ტემპის გაზრდა", - აცხადებს გამყრელიძე.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 3 410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 732 ადამიანი გამოჯანმრთელდა და 46 პაციენტი გარდაიცვალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა