თეგებით ძიება
05. 12. 2021 COVID - 19

"ომიკრონის” სიმპტომები უფრო მსუბუქია, ვიდრე მისი წინამორბედების" - ნინო თარხნიშვილი

ჟურნალისტი, ნინო თარხნიშვილი ორონავირუსის ახალი შტამის "ომიკრონის" შესახებ დამაიმედებელ ინფორმაციას ავრცელებს.

"სულ გავაზიარებ ხოლმე ასეთ მცირედ დამაიმედებელ ინფორმაციას.
მართალია პატარა, მაგრამ მაინც მოკვლევა ჩატარდა სამხრეთ აფრიკაში. მოკვლევის ავტორები ამბობენ, რომ “ომიკრონის” სიმპტომები უფრო მსუბუქია, ვიდრე მისი წინამორბედებისა.
მართალია ჯერ მაინც ადრეა ამაზე დაბეჯითებით ლაპარაკიო, მაგრამ მაინც.
შენ დაგვიფარე, კოვიდო!
იქნებ მოამრგვალო ამ “ომიკრონით” ეს საგიჟეთი და დაამთავრო", - წერს თარხნიშვილი.

ცნობისთვის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსის ახალი ვარიანტი "ომიკრონი" საშიშ შტამთა სიაში შეიყვანა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა