თეგებით ძიება
06. 12. 2021 COVID - 19

ტრანსპორტში „მწვანე პასპორტების“ გამოყენება ძალიან დიდ პროტესტს გამოიწვევს - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, „მწვანე პასპორტების“ მექანიზმის ამოქმედება სწორად არ მიაჩნია.

„ამ ეტაპზე, ტრანსპორტში „მწვანე პასპორტების“ გამოყენება მიზნშეწონილად არ მიმაჩნია, რადგან საქართველოში მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილია ამ პასპორტის გარეშე. სრულად ვაქცინირებული სულ 1 მილიონი ადამიანია. სასიცოცხლო მნიშვნელობის ისეთ ობიექტებზე, როგორებიცაა სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და ტრანსპორტი „მწვანე პასპორტების“ გამოყენება, ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. ტრანსპორტზე შეზღუდვის დაწესების შემთხვევაში, ამის გაკონტროლება ტექნიკურად ძნელი იქნება და მეორე - ეს ძალიან დიდ დისკომფორტს შექმნის და დიდ პროტესტს გამოიწვევს“, - აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა