თეგებით ძიება
06. 12. 2021 COVID - 19

924 თბილისი, 270 იმერეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 25 855 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 778 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 867 071-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.88%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.56% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.13%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 234 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 809 830.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 63 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 407 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 778 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:

⭕ თბილისი - 924

⭕ აჭარა - 89

⭕ იმერეთი - 270

⭕ ქვემო ქართლი - 130

⭕ შიდა ქართლი - 83

⭕ გურია - 27

⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 119

⭕ კახეთი - 66

⭕ მცხეთა-მთიანეთი - 36

⭕ სამცხე-ჯავახეთი - 27

⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 44 808 საიდანაც: 6 455 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 565, აჭარაში - 534, იმერეთში - 1 332.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 611 პირი, მათ შორის, თბილისში - 615, აჭარაში - 104, იმერეთში - 497. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 362 პირი, მათგან თბილისში - 202, აჭარაში - 39, იმერეთში - 32.

1 121 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 682 - თბილისში, 257 - აჭარაში 37 232 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა