პირდაპირ გეტყვით, რომ პირბადის ტარების სამარცხვინო მაჩვენებელი გვაქვს - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი 28%, რაც საკმაოდ დაბალია.
"პირბადის ტარების მაჩვენებელი როგორმე რომ გავზარდოთ, პირდაპირ გეტყვით, სამარცხვინო მაჩვენებელი გვაქვს — 28%. ყველა უნდა აიცრას, განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ, 60 წლის ზემოთ მოსახლეობა უნდა აიცრას კოვიდის საწინააღმდეგოდ", განაცხადა მან საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას.