საბერძნეთში 60 წელს ზევით აუცრელი მოქალაქეები 100 ევროთ დაჯარიმდებიან
საბერძნეთის მთავრობამ კორონავირუსზე ვაქცინაცია 60 წელს გადაშორებული პირებისთვის სავალდებულო გახადა. ახალი რეგულაცია ძალაში იანვრის შუა რიცხვებიდან შევა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე ვაქცინაციაზე უარს განაცხადებს, ის დაახლოებით 100 ევროთი დაჯარიმდება, ხოლო დაჯარიმებული თანხები პირდაპირ საბერძნეთის ჯანდაცვის სისტემაში გადაირიცხება.
„ჩვენ ჯარიმებს არ განვიხილავთ, როგორც დასჯის ერთ-ერთ საშუალებას, ჩვენი აზრით ეს მოქალაქეებისათვის ჯანმრთელობის შენარჩუნების გზაა“, - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა.
მიმდინარე კვირის სამშაბათის მონაცემებით, საბერძნეთის მოსახლეობის 62%-ია სრულად ვაქცინირებული, რაც ევროკავშირს ვაქცინაციის საშუალო მაჩვენებელს (66%) ჩამორჩება.
გამოცემა წერს, რომ ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი 7,720 შემთხვევა გამოვლინდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 9 ნოემბრის შემდეგ, მაშინ ინფიცირების ახალმა შემთხვევებმა 8,969 შეადგინა.
წყარო - bm.ge