"ომიკრონი" რუსეთში 2 ადამიანს დაუდასტურდა
რუსეთში ორ ადამიანს, რომლებიც სამხრეთ აფრიკიდან ჩავიდნენ, კორონავირუსის ომიკრონ შტამი დაუდასტურდათ.
ახალი შტამი B.1.1.529 ბოტსვანაში და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის ბოლოს აღმოაჩინეს. ახალი ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე აქამდე აღმოჩენილი შტამები.
ომიკრონი საქართველოში არ გამოვლენილა.