თეგებით ძიება
06. 12. 2021 COVID - 19

"სადაა საქართველო? რომ იძახიან, "მწვანე პასპორტი" ეს არის "მონობა", "თავისუფლების შეზღუდვა"... ანუ შვეიცარიაში და ნიუ-იორკში დიქტატურაა?" - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ე.წ. მწვანე პასპორტთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ნიუ-იორკში ყველა, ვინც კერძო სექტორში მუშაობს, აცრილი 27 დეკემბრამდე აცრილი უნდა იყოს!
”მწვანე/კოვიდ საშვი” ნიუ-იორკში სავალდებულოა 5 წლის ასაკიდან.
ზიმბაბვეში კოვიდ საშვი არ არის, შვეიცარიაში კოვიდ საშვი სავალდებულოა.
ავსტრიაში, საბერძნეთში და უკვე ნიუ-იორკში ვაქცინაცია სავალდებულოა და მოზაბიკში ვაქცინები საერთოდ არ არის.

ახლა ერთ შეკითხვაზე გამეცით პასუხი: სად არის საქართველო? რომ იძახიან, მწვანე პასპორტი ეს არის “მონობა”, “არა დემოკრატიული”, “თავისუფლების შეზღუდვა” და ასე შემდეგ. ანუ ზიმბაბვე არის თავისუფალი, დემოკრატიული … და შვეიცარიაში და ნიუ-იორკში არის დიქტატურა და მონობა!", - წერს ფხაკაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა