თეგებით ძიება

“სიცოცხლით გაუმაძღარი პატარა ოქროსგულა დედის იმედი!”… - დათუნას მასწავლებელი

სანზონაში მოკლული 15 წლის ბიჭის, დათუნა კრავეიშვილის მასწავლებელი ლიკა ჩხაიძე სოციალურ ქსელში მომხდარ საზარელ ფაქტს ეხმაურება.

“კიდევ ერთი დათუნა!

კიდევ ერთი დაჩეხილი 15 წლის ბიჭი!

ამჯერად სანზონელი , სიცოცხლით გაუმაძღარი პატარა ოქროსგულა დედის იმედი!

ამას გათენება არ ჰქვია! დღეს მზეც ტირის და თვალებს ვერ ახელს…

დღეს 15-16 წლის ბიჭები მკვლელებად იქცნენ, რა ვქნათ? მკვდარი და ცოცხალი ყველა ერთად უნდა ვიტიროთ!

გესმით, სიმწრისაგან ტირის სამყარო?

შევიშალეთ, მართლა შევიშალეთ!

ჩაჰკიდეთ შვილებს ხელები და ელაპარაკეთ-სიყვარულზე, მიტევებაზე, კაცობაზე ელაპარაკეთ!

მეც, შენც და ყველამ ერთად ველაპარაკოთ!

გული გავუთბოთ, თორემ დაგვრჩა ეს ქვეყანა უადამიანოდ.

სად ხართ, მამებო?

ძვირფასო დედებო!

მასწავლებლებო!

მოძღვრებო!

ქვეყნის ვაი-ჭირისუფალო!

გაწყდა ახალგაზრდობა!

უკვე აღარ გვყავს კიდევ მერამდენე დათუნა…

დაუსკდათ გულები ჩემს მოსწავლეებს…

ამას გათენება აღარ ჰქვია…

ასე არ გათენდება…”, - წერს ჩხაიძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა