თეგებით ძიება

"აწი კლუბიდან უნდა გახვიდე, გარეთ იცეკვო და მერე შეხვიდე" - გიგა ნასარიძე

გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, 17 დეკემბრიდან კლუბები იხსნება, გიგა ნასარიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება;

"სიგარეტის მოწევის არ იყოს აწი კლუბიდან უნდა გახვიდე, გარეთ იცეკვო და მერე შეხვიდე, ჰო?", - წერს ნასარიძე.

ცნობისთვის, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ ღამის კლუბებისთვის შეზღუდვების მოხსნაზე მსჯელობა მიმდინარეობს და გადაწყვეტილება პოზიციების შეჯერების შემდეგ გამოქვეყნდება.

"ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, რომ ერთის მხრივ მიეცეთ ფუნქციონირების საშუალება და მეორეს მხრივ ეპიდემიოლოგიურად დაზღვეული იყოს. უნდა ელოდონ კონკრეტულ ვადას. მიდის მოლაპარაკებები, საკითხების ტექნიკური შეთანხმება დიდხანს არ გასტანს და როგორც კი შეჯერდება პოზიციები, როგორც ეპიდემიოლოგიური, ასევე ბიზნესის კუთხით ეგრევე გამოქვეყნდება. ზოგიერთ ქვეყანაში ღამის კლუბები გახსნეს, ოღონდ აკრძალულია ცეკვა, რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს." - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა