თეგებით ძიება
07. 12. 2021 COVID - 19

"დაუჯერეთ ფხაკაძეს" - რას წერს გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოში, ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთების ვადის შემცირებას დადებითად აფასებს და მას სწორ გადაწყვეტილებას უწოდებს.

"მივესალმები ქალბატონ მინისტრის გადაწყვეტილებას. ეს არის სწორი, ბოლო საერთაშორისო მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული და მოწინავე ქვეყნების საუკეთესო მაგალითებზე მიღებული ბრძანება. ასეთი მყისიერი ბრძანება - ეს არის ამ ბოლო დროს მიღებული ყველაზე სწორი და პროფესიონალური გადაწყვეტილება!

ფაიზერი, ასტრაზენეკა- ბუსტერი 5 თვეში, ათვლა ხდება მეორე დოზიდან. (აქ მცირე შესწორებას შევიტანდი- რომ ასტრაზენეკაც 3 თვეში უნდა იყოს ისე, როგორც ეს ბრიტანეთმა გააკეთა).

სინოფარმი/სინოვაკი - ბუსტერი 3 თვეში, ათვლა ხდება მეორე დოზიდან. (სრულიად ვეთანხმები)

12-15 წლის მოზარდებში პირველ და მეორე დოზას შორის ინტერვალი 3 -12 კვირა (ეს ფაიზერის პროტოკოლია).

კიდევ ერთი-პროფესორ გიორგი ფხაკახის რეკომენდაცია პრაქტიკაში მიღებულია, დაგვიანებით, მაგრამ ხდება ისე, რასაც ფხაკაძე ამბობს!

როცა დავიწყე საუბარი დაბალეფექტურ ვაქცინებზე (ასტრაზენეკა, სინოფარმი, სინოვაკი), ბევრი ექსპერტი , კოლეგა და სხვები მეწინააღმდეგებოდნენ, რაც, ბუნებრივია. არცოდნა არცოდვაა. არაერთი სტატია, მტკიცებულება და ასევე, არა ერთი ინტერვიუ, ლაივი მივუძღვენი ამ საკითხს.

ბოდიშს არავინ არ გადაიხდის და, რა თქმა უნდა, შეცდომებს არავინ არ აღიარებს. ეს “ქართულ ჯიგრულ პონტში” არ მოსულა. არა უშავს, მივეჩვიე.
დაუჯერეთ ფხაკაძეს", - წერს პროფესორი სოციალურ ქსელში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა