როდიდან შეიძლება "ბუსტერ" დოზის გაკეთება? - ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს
საქართველოში, ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთების ვადა შემცირდა. ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ვაქცინაციის დამატებითი დოზების გაკეთების დროების შესახებ წერს.
"ფაიზერი, ასტრაზენეკა ბუსტერი 5 თვეში, ათვლა ხდება მეორე დოზიდან.
სინოფარმი/სინოვაკი ბუსტერი 3 თვეში, ათვლა ხდება მეორე დოზიდან.
12-15 წლის მოზარდებში პირველ და მეორე დოზას შორის ინტერვალი 3 -12 კვირა",- განმარტავს ალერგოლოგ კულუმბეგოვი.