კორონავირუსით კიდევ 53 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა?
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4 226 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 53 ადამიანი, ხოლო 4 091 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 875 806-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 817 963 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 12 519 პაციენტი ემსხვერპლა.