1 790 თბილისი, 635 იმერეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 55 130 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 226 ახალი შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 875 806-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.67%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.31% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.96%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 091 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა 817 963.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 519 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 226 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:
⭕ თბილისი - 1 790
⭕ აჭარა - 205
⭕ იმერეთი - 635
⭕ ქვემო ქართლი - 250
⭕ შიდა ქართლი - 366
⭕ გურია - 117
⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 316
⭕ კახეთი - 169
⭕ მცხეთა-მთიანეთი - 92
⭕ სამცხე-ჯავახეთი - 235
⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 51
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 298 საიდანაც: 6 371 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 508, აჭარაში - 528, იმერეთში - 1 323.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 600 პირი, მათ შორის, თბილისში - 601, აჭარაში - 129, იმერეთში - 483. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 344 პირი, მათგან თბილისში - 189, აჭარაში - 36, იმერეთში - 32.
1 189 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 692 - თბილისში, 312 - აჭარაში. 37 738 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.