ყაჩაღობა გურიაში - პოლიციამ ერთი პირი დააკავა
ყაჩაღობა ოზურგეთში - პოლიციამ 53 წლის კაცი "ლუკიოილის" ავტოგასამართ სადგურზე განხორციელებული თავდასხმისთვის დააკავა.
ირკვევა, რომ დაკავებული წარსულში ნასამართლევი პირია.
გამოძიების ინფორმაციით, გ.ლ. ქალაქ ოზურგეთში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე კომპანია "ლუკოილის" ავტოგასამართ სადგურში, ყაჩაღურად თავს დაესხა ოპერატორს, რომელსაც იარაღის მუქარით გასტაცა ფული - 550 ლარის ოდენობით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.