სასამართლომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში დატოვა
სასამართლომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში დატოვა. "ტვ პირველის" კორესპოდენტის ცნობით, გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო.
არხის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე წილების 60%-ის დაბრუნებას ითხოვდნენ, რაც მოსამართე გოჩა დიდავამ არ დააკმაყოფილა.
დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, წილების 60% ქიბარ ხალვაშს , დარჩენილი 40% კი ხალვაშისავე კომპანიის, „პანორამას“ საკუთრებაში რჩება.
წყარო - tvpirveli